ქლაუდის უსაფრთხოების სპეციალისტი
About this role
ვეძებთ მოტივირებულ უმცროს/საშუალო „Cloud” უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციის ღრუბლოვანი უსაფრთხოების გაძლიერებაში სხვადასხვა პლატფორმაზე. სპეციალისტი უზრუნველყოფს უსაფრთხოების ზომების დანერგვას და მართვას Cloud გარემოში, კერძოდ cloud-native, AI/ML workloads, და big data სისტემებზე. მოვალეობებში შედის: უსაფრთხოების მონიტორინგი, სისტემების კიბერუსაფრთხოების სტანდარტებთან თავსებადობა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმუშავებთ უსაფრთხოების გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად ღრუბლოვანი უსაფრთხოების მართვისთვის ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა AWS, Azure, GCP და private cloud ინფრასტრუქტურა.
ძირითადი მოვალეობები:
• ჩართულობა უსაფრთხოების არქიტექტურასა და დანერგვაში: ჩართული იქნებით უსაფრთხოების გადაწყვეტილებების დიზაინსა და განხორციელებაში. დაეხმარებით გუნდებს სწორი უსაფრთხოების ზომების მიღებაში და წაახალისებთ ამოცანების დროულ შესრულებას. • საფრთხეების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება: უსაფრთხოების მონიტორინგი და ინციდენტებზე რეაგირება. • Identity & Access Management (IAM): წვდომის კონტროლებისა და შემზღუდავი პოლიტიკების შესწავლა შეფასება. • Vulnerability Management: რისკზე ორიენტირებული მოწყვლადობების პრიორიტეტის მინიჭება და მათ აღმოფხვრასა თუ რისკის შემცირებაზე მუშაობა • Compliance & Governance: სისტემების კიბერუსაფთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და მართვა. • AI and Big Data Security: რეკომენდაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა და მათი გათვალისწინება პროექტებში. • Container Security: კონტეინერების და მათი ორკეტრაციის პლატფორმების შესწავლა შეფასება უსაფრთხოების სტანდარტებზე. • მაღალი კომუნიკაციის უნარი: საჭიროა მაღალი კომუნიკაციის უნარი ეფექტურად სხვადასხვა გუნდებთან სამუშაოდ და მათი წახალისება კიბერუსაფრთხოების მიზნების ეფექტურად განხორციელებაში.
უნარები და კვალიფიკაცია:
ძირითადი ცოდნა:
• ქსელის საფუძვლები • ოპერაციული სისტემის საფუძვლები • პროგრამირების საფუძვლები • კიბერუსაფრთხოების საფუძვლები • კონტეინერის და ვირტუალური სისტემების საფუძვლები
სასურველია გამოცდილების ქონა რომელიმე მიმართულებით:
• Cyber Security • Cloud • DevOps • AI • Big data
სასურველია სერთიფიკატები რომელიმე შემდეგი მიმართულებით
• Cyber Security • Cloud • DevOps • AI • Big data
უნარები:
• მაღალი უნარი პრობლემების გადაჭრის • განვითარებაზე და ახალის სწავლაზე მოტივირებული • მაღალი კომუნიკაციის უნარი როგორც ტექნიკურ ასევე არა ტექნიკურ ხალხთან • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა • თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank